უკანსამართლებრივი ინფორმაცია
უკანსამართლებრივი ინფორმაცია

საჯარო ოფერტა


1. ზოგადი დებულებები
1.1. მოცემული დოკუმენტი, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის (შემდეგში — «შემკვეთი»), წარმოადგენს სერვისი Maxim-ის (შემდეგში - «სერვისი») ოფიციალურ შეთავაზებას და შეიცავს პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში Taxi Maxim შემკვეთის შეკვეთის შეტანისა და შეკვეთის შესრულების შესახებ შემკვეთის ინფორმირების ყველა არსებით პირობას.
1.2. მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს საჯარო ოფერტს. წინამდებარე ოფერტში მითითებული ნებისმიერი მეთოდით სატრანსპორტო საშუალების შეკვეთა სერვისის მეშვეობით წარმოადგენს მის აქცეპტს, რაც უთანაბრდება მასში გადმოცემული პირობებით ხელშეკრულების დადებას. ოფერტი განთავსებულია ოფიციალურ ინტერნეტ-საიტებზე https://taximaxim.ge  და    https://taximaxim.ge/en
1.3.   წინამდებარე საჯარო ოფერტის პირობების მიღებით, შემკვეთი ასევე ეთანხმება სერვისის პოლიტიკას კონფიდენციალური მონაცემების დამუშავების მიმართ, რომელიც განთავსებულია მისამართებზე https://taximaxim.ge/driver/materials/  და https://taximaxim.com/ge/ka/term/policy-driver/  . 
1.4. შემკვეთი ყურადღებით უნდა გაეცანოს წინამდებარე ოფერტის ტექსტს. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი არ ეთანხმება მის რომელიმე პირობას, სერვისი სთავაზობს მას უარი თქვას პროგრამულ- აპარატულ კომპლექსში  შეკვეთის შეტანაზე.
1.5. განსაზღვრებები, რომლებიც გამოიყენება წინამდებარე ოფერტის პირობების შესრულების მიზნით:
1.5.1. პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შემკვეთის შეკვეთის შეტანის შესაძლებლობა — შეკვეთის მიღება, მისი დამუშავება და გადამყვანისთვის/გადამზიდველისთვის გადაცემა, ასევე შეკვეთის შესრულების შესახებ შემკვეთის ინფორმირება პროგრამულ-აპარატული კომპლექსის მეშვეობით. სერვისი არ უწევს შემკვეთს გადაყვანის/გადაზიდვის მომსახურებას ან სხვა სატრანსპორტო მომსახურებას.
1.5.2. შეკვეთა — სისტემის მიერ დამუშავებული შეკვეთა მომსახურებაზე, რომლის გაწევასაც ახორციელებენ გადამყვანები/გადამზიდველები.
1.5.3. გადამყვანი/გადამზიდველი — პირი, რომელიც დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით უწევს შემკვეთს მგზავრების გადაყვანის, ბარგის გადაზიდვის მომსახურებას და ტვირთის გადაზიდვის მომსახურებას.
1.5.4. პირადი კაბინეტი — გვერდი სერვისის ოფიციალურ ინტერნეტ-საიტზე, რომელიც შეიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას გაწეული მომსახურების მოცულობისა და შემკვეთის პირადი ანგარიშის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. პირადი კაბინეტის რეგისტრაციისათვის საჭიროა, მინიმუმ, შემკვეთის სააბონენტო ტელეფონის ნომრის მონაცემების წარმოდგენა. 
1.5.5. პირადი ანგარიში —  ანგარიში, რომელზეც ფიქსირდება შემკვეთის საავანსო გადახდები და ფულადი სახსრები, რომლებიც მოცემული გადახდებიდან დაქვითულია (ჩამოჭრილია) მომსახურების ანაზღაურების სახით. პირად ანგარიშს, რომელიც ფორმირდება სერვისის მიერ, აქვს უნიკალური ნომერი.
1.5.6. პირადი ანგარიშის ბალანსი — დროის განსაზღვრული მომენტისთვის არსებული სხვაობა პირად ანგარიშზე შეტანილ და პირადი ანგარიშიდან ჩამოჭრილ ფულად სახსრებს შორის.
1.5.7. შემკვეთი — ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს შეკვეთის შეტანას სერვისის პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში.
1.5.8. მარშრუტი — სატრანსპორტო საშუალების გასავლელი გზა გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტებს შორის.
1.5.9. წინასწარი შეკვეთა — არანაკლებ 60 წუთით ადრე მიღებული გადაყვანის/გადაზიდვის მომსახურების შეკვეთა, რომლის დროსაც ივარაუდება სატრანსპორტო საშუალების მისვლის შესაძლებლობა დროის იმ მომენტში, რომელიც მიუთითა შემკვეთმა.  
1.5.10. მიმდინარე შეკვეთა — შეკვეთა, რომლის დროსაც ივარაუდება სატრანსპორტო საშუალების «რაც შეიძლება სწრაფად» მისვლა.
1.5.11. მობილური აპლიკაცია — ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისთვის (ეგმ) განკუთვნილი, შემკვეთის მოწყობილობაზე დასაყენებელი და პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც ინტერნეტის ქსელის მეშვეობით შეკვეთების ფორმირების პროცესის ავტომატიზირების საშუალებას იძლევა.
2. ოფერტის საგანი
2.1. სერვისი აძლევს შემკვეთს პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შეკვეთის შეტანის შესაძლებლობას და აწვდის მას ინფორმაციას შეკვეთის შესრულების შესახებ. სერვისი არ არის სატრანსპორტო ორგანიზაცია და დამოუკიდებლად არ უწევს შემკვეთს მგზავრების გადაყვანის, ბარგის გადაზიდვის მომსახურებას, ტვირთის გადაზიდვის მომსახურებას ან რომელიმე სხვა სატრანსპორტო მომსახურებას, წარმოადგენს რა ოპერატორს, შეკვეთას გადასცემს გადამყვანს/გადამზიდველს.
2.2. სერვისი არის საკუთარი პროდუქტის (სერვისი «მაქსიმის») წინ წაწევის მომსახურების შემკვეთი, გადამყვანი/გადამზიდველი კი — მენარდე, რომელიც ახორციელებს შემკვეთის პროდუქტის წინ წაწევას. ამ სამართალურთიერთობების ფარგლებში გადამყვანი/გადამზიდველი ახორციელებს უფასო გადაყვანას/გადაზიდვას  ან  შემცირებული ღირებულებით გადაყვანას/გადაზიდვას სერვისის ხარჯზე.  მგზავრობის საფასური ირიცხება გადამყვანის/გადამზიდველის პირად ანგარიშზე, რომელიც გახსნილია სერვისში.
2.3. სერვისი არის საინფორმაციო მომსახურების მიმწოდებელი, რაც გულისხმობს გადამყვანისთვის/გადამზიდველისთვის შეკვეთის მონაცემთა ბაზის გამოყენების უფლების მიცემას. მონაცემთა ბაზის გამოყენების საფასური იჭრება გადამყვანის/გადამზიდველის პირადი ანგარიშიდან, რომელიც გახსნილია სერვისში.
3. შეკვეთის განთავსების წესი
3.1. შემკვეთის მიერ წინამდებარე ოფერტის პირობების აქცეპტი ხორციელდება სერვისში მიმართვის გზით ნებისმიერი ხელმისაწვდომი ხერხით სატრანსპორტო საშუალების შეკვეთის მიზნით.
3.2. შემკვეთი პასუხისმგებელია შეკვეთის განთავსებისას წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსსა და ნამდვილობაზე.
3.3. შეკვეთის განთავსების შემდეგ მონაცემები შემკვეთის შესახებ რეგისტრირდება სერვისის მონაცემთა ბაზაში. მონაცემები შემკვეთის შესახებ არ იცვლება და არ რედაქტირება მისი თანხმობის გარეშე.
3.4. სერვისი ანთავსებს შეკვეთას პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში, აძლევს მასზე ინფორმაციულ წვდომას გადამყვანს/გადამზიდველს, რომელიც ირჩევს შეკვეთას და, უთითებს რა შერჩეულ შეკვეთაზე მისვლის დროს, ატყობინებს სერვისს თავისი არჩევანის შესახებ. ამასთან, სერვისი იძლევა მხოლოდ პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შეკვეთის შეტანის გარანტიას. გადაყვანის/გადაზიდვის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გადამყვანს/გადამზიდველს.
3.5. სერვისი ატყობინებს შემკვეთს  სატრანსპორტო საშუალების მიწოდების შესახებ მისი მარკის, მოდელის, ფერის და სახელმწიფო ნომრის მითითებით. 
3.6. სერვისს შეუძლია მიიღოს ტრანსპორტის მიწოდების წინასწარი შეკვეთები.  სატრანსპორტო საშუალების დროულად მიწოდებაზე პასუხისმგებელია გადამყვანი/გადამზიდველი, რომელიც სერვისის მიერ წინდაწინ არის ინფორმირებული წინასწარი შეკვეთის შესახებ. ამასთან სერვისი არ იძლევა სატრანსპორტო საშუალების მიწოდების გარანტიას.
3.7. სერვისი უფლებას იტოვებს მიზეზის ახსნის გარეშე უარი უთხრას შემკვეთს, რომელიც არ ეთანხმება წინამდებარე ოფერტის პირობებს, პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შეკვეთის შეტანის შესაძლებლობაზე.
3.8. სერვისის საქმიანობაზე შიდა კონტროლისა და შეკვეთების შესრულების ხარისხზე კონტროლის განხორციელების მიზნით, შემკვეთსა და სერვისს შორის სატელეფონო საუბრები იწერება.
3.9. პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შემკვეთის შეკვეთის შეტანის შესაძლებლობის ხარისხის გაუმჯობესების, ასევე შემკვეთსა და გადამყვანს/გადამზიდველს შორის ოპერატიული ურთიერთქმედების უზრუნველყოფის მიზნით, შემკვეთს შეუძლია მიაწოდოს სერვისს ინფორმაცია  გადამყვანის/გადამზიდველის მიერ შემკვეთის უფლებების დარღვევის შესახებ ელექტრონული ფოსტის მისამართზე 606060@taximaxim.ge მიმართვის გაგზავნის გზით. ამ შემთხვევაში სერვისი აცნობებს გადამყვანს/გადამზიდველს შემკვეთისგან შემოსული პრეტენზიის შესახებ, ატყობინებს გადამყვანს/გადამზიდველს შემკვეთის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და პრეტენზიის შინაარსს. კონფლიქტის შემდგომი დარეგულირება ხორციელდება შემკვეთსა და გადამყვანს/გადამზიდველს შორის სერვისის მონაწილეობის გარეშე. წინამდებარე პუნქტის შინაარსი არ მოწმობს და არ შეიძლება შეფასდეს სერვისის მიერ საკუთარი თავისთვის რაიმე ვალდებულების დაკისრებად, რაც დაკავშირებულია ზიანის ნატურით ან ფულადი ფორმით ანაზღაურებასთან, კომპენსაციების გაცემასთან და/ან სერვისის მიერ საკუთარი თავისთვის სხვა ვალდებულებების დაკისრებად, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ოფერტით.
3.10. შემკვეთის პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისას, სერვისი ხელმძღვანელობს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (2014 წლის 30 ნოემბერი N2869) დებულებებით, ასევე სერვისის პოლიტიკით კონფიდენციალური მონაცემების დამუშავების მიმართ.
3.11. პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შეკვეთის შეტანისა და შეკვეთის შესრულების შესახებ შემკვეთის ინფორმირების შესაძლებლობის დახასიათებასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემთხვევაში, შემკვეთმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს სერვისის სპეციალისტს შეკვეთის განთავსებამდე.
 4. სერვისის მოვალეობები 
4.1. განათავსოს შემკვეთის შეკვეთა  პროგრამულ–აპარატულ კომლექსში და მიაწოდოს შემკვეთს ინფორმაცია შეკვეთის შესრულების შესახებ.
4.2. მიაწოდოს შემკვეთს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების იძულებითი დაგვიანების შესახებ.
4.3. მიაწოდოს შემკვეთს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მიწოდების შეუძლებლობის შესახებ.
4.4. დროულად ჩარიცხოს შემკვეთის საავანსო გადასახდელები პირად ანგარიშზე.
4.5. დროულად აღმოაჩინოს და თავიდან აიცილოს არასანქციონირებული წვდომის მცდელობები შემკვეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და/ან მისი გადაცემა იმ პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ უშუალო შეხება შეკვეთის შესრულებასთან.
5. შემკვეთის მოვალეობები
5.1. შეიტანოს შეკვეთა პროგრამულ–აპარატულ კომლექსში იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების მიწოდებისთვის.
5.2. გაითვალისწინოს სატრანსპორტო საშუალებაში დასაჯდომი ადგილების რაოდენობა და სატვირთო განყოფილების მოცულობა.
5.3. დააფიქსიროს შემკვეთის ტელეფონის ნომერი, სატრანსპორტო საშუალების მიწოდების დრო და მისამართი, სატრანსპორტო საშუალების ტიპი, მგზავრობის მარშრუტი და გადაყვანისთვის/გადაზიდვისთვის საჭირო პირობები.
5.4. მიწოდებული სატრანსპორტო საშუალება გამოიყენოს დანიშნულებისამებრ.
5.5. სატრანსპორტო საშუალებაში დაიცვას სისუფთავე და წესრიგი მთელი მარშრუტის მანძილზე.
6. ანგარიშსწორების განხორციელება შემკვეთსა და გადამყვანს/გადამზიდველს შორის
6.1. სერვისი შემკვეთს აძლევს პროგრამულ–აპარატულ კომლექსში შეკვეთის შეტანის შესაძლებლობას და აწვდის შემკვეთს ინფორმაციას შეკვეთის შესრულების შესახებ.
6.2. მგზავრების გადაყვანის, ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევისთვის ანგარიშსწორება ხორციელდება უშუალოდ შემკვეთსა და გადამყვანს/გადამზიდველს შორის. სერვისი აწვდის შემკვეთს ინფორმაციას მომსახურების გაწევის ღირებულების შესახებ. აღნიშნული ღირებულება ანგარიშდება ტარიფების საფუძველზე, რომლებსაც იყენებს შეკვეთის შესასრულებლად მიმღები გადამყვანი/გადამზიდველი. შემკვეთის ინფორმირება მომსახურების საბოლოო ღირებულების შესახებ არ მოწმობს და არ შეიძლება შეფასდეს ისე, რომ გადაყვანის/გადაზიდვის მომსახურება ხორციელდება სერვისის მიერ. 
6.3. მგზავრების გადაყვანის, ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევისთვის ანგარიშსწორების განხორციელების ფორმა სერვისის მონაწილეობის გარეშე თანხმდება უშუალოდ შემკვეთსა და გადამყვანს/გადამზიდველს შორის.
6.4. სერვისი არ აძლევს შემკვეთსა და გადამყვანს/გადამზიდველს რაიმე სახის მითითებებს მგზავრების გადაყვანის, ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევისთვის ანგარიშსწორების განხორციელების ფორმისა და წესის შესახებ.
6.5. სერვისი უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანის, ბარგის გადაზიდვის მომსახურების და ტვირთის გადაზიდვის მომსახურების შემკვეთის მიერ ანაზღაურების ტექნიკურ შესაძლებლობას შემდეგი ფორმით:
6.5.1. საავანსო გადახდით თვითმომსახურების ტერმინალში შემკვეთის პირად ანგარიშზე ფულადი სახსრების შეტანის გზით;
6.5.2. საბანკო ბარათებით უნაღდო ანგარიშსწორებით (ტექნიკური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში).
6.6. სერვისი არის გადამყვანის/გადამზიდველის აგენტი შემკვეთისგან გადასახდელების მიღების ნაწილში ინტერნეტ-ეკვაირინგისა და ელექტრონული გადახდის სხვა  მეთოდების  საშუალებებით. სერვისი არ არის სარგებლის მიმღები და არ იღებს მოგებას გადასახდელების თანხიდან, რომელიც შემკვეთმა გადაუხადა გადამყვანს/გადამზიდველს. მგზავრობის საფასური იჭრება შემკვეთის საბანკო ბარათიდან და საკომისიოს გამოკლებით ირიცხება გადამყვანის/გადამზიდველის პირად ანგარიშზე, რომელიც გახსნილია სერვისში. სერვისი კისრულობს გადამყვანის/გადამზიდველის აგენტის ვალდებულებას მხოლოდ შემკვეთის ფულადი სახსრების მიღების უზრუნველყოფის ნაწილში. შემკვეთის პირადი ანგარიშის შევსებისთვის საკომისიოს თანხის შესახებ ინფორმირება ხდება გადახდის მომენტში და დამოკიდებულია შემკვეთის მიერ გამოყენებადი  საგადახდო სერვისის ან მომსახურე ბანკის ტარიფებზე.
ბანკს უფლება აქვს დაადგინოს დამატებითი საკომისიო შემკვეთის მიერ ფულადი სახსრების უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვისთვის გადაყვანის/გადაზიდვის მომსახურების ასანანაზღაურებლად ან შემკვეთის მიერ სხვა ტრანზაქციების შესრულებისთვის. სერვისი "მაქსიმი" არ წარმოადგენს ბანკისთვის გადახდილი ფულადი სახსრების მიმღებს.
6.7. უნაღდო ანგარიშსწორება საბანკო ბარათების გამოყენებით ხორციელდება Visa ან MasterCard-ის საგადახდო სისტემების საკრედიტო ან სადებეტო ბარათების მეშვეობით, (შემდეგში — საბანკო ბარათი).
6.8. გადამყვანის/გადამზიდველის მომსახურების საბანკო ბარათების გამოყენებით უნაღდო ანგარიშსწორებით ანაზღაურების შესაძლებლობის მისაღებად საჭიროა პირადი კაბინეტის რეგისტრაცია, ასევე შემკვეთის პირადი ანგარიშის ნომერზე საბანკო ბარათის მიბმა.  
6.9. უნაღდო ანგარიშსწორება საბანკო ბარათების გამოყენებით ხორციელდება საერთაშორისო საგადახდო სისტემების წესების შესაბამისად კონფიდენციალურობის დაცვისა და გადახდის ოპერაციის შესრულების უსაფრთხოების პრინციპებით. შემკვეთის მიერ წარმოდგენილი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება საგადახდო ბარათების  ინდუსტრიის მონაცემების უსაფრთხოების სტანდარტის (Payment Card Industry Data Security Standart) მოთხოვნებთან პროცედურების შესაბამისობით და, სერვისის ჩათვლით, არავის შეუძლია მათი მიღება. საბანკო ბარათის მონაცემთა შეყვანა ხორციელდება იმ ბანკი-ეკვაიერის გადახდის დაცულ გვერდზე, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების უნაღდო ანგარიშსწორებით ანაზღაურების შესაძლებლობას.
6.10. საბანკო ბარათების გამოყენებით უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდის შესაძლებლობის დადასტურების მიზნით, ფულადი სახსრები, შესაბამისი სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების ოდენობით, შეიძლება რეზერვირებული იქნეს შემკვეთის საბანკო ბარათზე შეკვეთის განთავსების მომენტში. შემკვეთის მიერ განთავსებული შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, ასევე სხვა შემთხვევებში, თუ შემკვეთისთვის არ იქნა გაწეული სატრანსპორტო მომსახურება, მას უბრუნდება თავის ბარათზე რეზერვირებული ფულადი სახსრები.
6.11. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთმა შეცვალა მოთხოვნილი სატრანსპორტო მომსახურების მოცულობა (მარშრუტის შეცვლა, გადამყვანის/გადამზიდველის მიერ შემკვეთისთვის დამატებითი ფასიანი მომსახურების გაწევა და ა.შ.), ღირებულება ექვემდებარება გადაანგარიშებას. შემკვეთის მიერ შეკვეთა ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მოცულობის შესაბამისად.
6.12. შემკვეთს და გადამყვანს/გადამზიდველს უფლება აქვთ შეათანხმონ მგზავრების გადაყვანის, ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევისთვის ანგარიშსწორების სხვა ფორმები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ოფერტით,  მათ შორის მომსახურების ანაზღაურება ნაღდი ფულადი სახსრებით და სხვა მეთოდებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
6.13. გადამყვანს/გადამზიდველს უფლება აქვს დააწესოს გადასახდელი შემდეგი დამატებითი მომსახურების შემკვეთისთვის მიწოდების შემთხვევაში:
6.13.1. შემკვეთის ლოდინი ავტომობილის მისვლის შესახებ შემკვეთის ინფორმირებიდან 5 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში;
6.13.2. მსხვილგაბარიტიანი ბარგის გადაზიდვა სატრანსპორტო საშუალების საბარგულით.
6.14. გადამყვანს/გადამზიდველს უფლება აქვს დააწესოს პირგასამტეხლო  შემკვეთის მიერ მგზავრობაზე უარის თქმისთვის გადამყვანის/გადამზიდველის ავტომობილის იმ მისამართზე მისვლის შემდეგ, რომელიც მიუთითა შემკვეთმა. პირგასამტეხლოს ოდენობას განსაზღვრავს გადამყვანი/გადამზიდველი.
6.15. დამატებითი მომსახურების მიწოდებისთვის გადამყვანის/გადამზიდველის მიერ დაწესებული ტარიფებისა და პირგასამტეხლოს შესახებ სერვისი ატყობინებს შემკვეთს. ამასთან დამატებითი მომსახურების მიწოდების საფასურს და პირგასამტეხლოს შემკვეთი უხდის უშუალოდ გადამყვანს/გადამზიდველს, შემკვეთსა და გადამყვანს/გადამზიდველს შორის შეთანხმებული ფორმით.
7. მხარეთა პასუხისმგებლობა
7.1. მხარეებს თავიანთი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა შემკვეთის შეკვეთის მიღების, დამუშავებისა და გადამყვანისთვის/გადამზიდველისთვის გადაცემისა და შეკვეთის შესრულების შესახებ შემკვეთის ინფორმირების შეფერხებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ან იმ მოწყობილობის გაუმართაობის შემთხვევაში, რომელიც არ ეკუთვნის სერვისს.
7.3. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა შემკვეთის შეკვეთის მიღების, დამუშავებისა და გადამყვანისთვის/გადამზიდველისთვის გადაცემისა და შეკვეთის შესრულების შესახებ შემკვეთის ინფორმირების სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტისთვის, რომელიც დაკავშირებულია  მოწყობილობის, პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლასთან ან სხვა სამუშაოების ჩატარებასთან, რაც გამოწვეულია სერვისის ტექნიკური საშუალებების განვითარებისა და მუშაობისუნარიანობის შენარჩუნების აუცილებლობით.
7.4. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა დაკარგულ სარგებელსა და პირდაპირ ზიანზე, რომელიც შემკვეთს მიადგა პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შემკვეთის შეკვეთის შეტანის შედეგად.
7.5. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა გადამყვანის/გადამზიდველის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.
7.6. გადამყვანი/გადამზიდველი არის დამოუკიდებელი მმართველი სუბიექტი და დამოუკიდებლად აგებს პასუხს საგადასახადო და სადაზღვევო გადასახდელებზე.
7.7. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სერვისი შეიძლება იყოს გადამყვანის/გადამზიდველის საგადასახადო აგენტი საგადასახადო გადასახდელების გამოთვლის, დაქვითვისა და ჩამოჭრის ნაწილში.
8. დავის გადაწყვეტის წესი
8.1. წინამდებარე ოფერტის შესრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დავას და უთანხმოებას მხარეები გადაწყვეტენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.
8.2. მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. განსაკუთრებული პირობები
 ეთანხმება რა წინამდებარე რედაქციით არსებული ოფერტის პირობებს, შემკვეთი აცხადებს თავის თანხმობას საინფორმაციო შეტყობინებების, ასევე სარეკლამო ინფორმაციის მიღებაზე, (მათ შორის ინტერნეტ-მესენჯერების მეშვეობით («Viber», «WhatsApp», «Telegram» და სხვა) შეტყობინებების საშუალებით), რომელიც ვრცელდება კავშირგაბმულობის ქსელებში იმ მიზნითა და შემთხვევებში, როდესაც ასეთი თანხმობის აუცილებლობა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით რეკლამის შესახებ.